აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

05 დეკემბერი 2021, 15:00 1079 ნახვა

აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „რეპორტი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამშობლოში სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხური მედიაც.არსებული ცნობებით, ეს პირები მიმდინარე წლის 16 ნოემბერს აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირებისას დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ველების შესახებ რუკების ნაწილი გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში