ვაქცინის და მწვანე პასპორტის წინააღმდეგ

05 დეკემბერი 2021, 18:00 2074 ნახვა

მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა, ევროპის მოედნიდან მოქალაქეებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  შენობასთან გადმოინაცვლეს და გაშუქება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს. მათივე შეფასებით დაწესებული  კოვიდ- შეზღუდვები  მოქალაქეებს იმუნიზაციას  ავალდებულებს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ვაქცინირებული ადამიანებიც, თუმცა განმარტავდნენ, რომ ამ შემთხვევაში მათთვის ბუსტერ დოზაა მიუღებელი.  

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აქცია ჯდება თავისუფლების გამოხატვის ჩარშოებში, თუმცა მივიჩნევთ, რომ იმ პირობებში როდესაც ვირუსით ყოველდღიურად  ათობით  ადამიანი იღუპება ადამიანის ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში