მომდევნო წელს საჯარო სექტორში ხელფასები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება - პრემიერი

06 დეკემბერი 2021, 11:17 1246 ნახვა

მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი, ის მომდევნო წლებშიც გაიზრდება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მომდევნო წელს გაიზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა დახმარებაც.

"ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.

დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებულია 114 მლნ ლარი.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 300 მლნ ლარი გამოიყოფა.

21,8 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი"-განაცხადა პრემიერმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ ჯარში, პოლიციაში, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს, სოფლის ექიმებს, ექთნებს.

"ზოგადად საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება 10%-ით. მომდევნო წელს დავამტკიცებთ ხელფასების რეგულირების ახალ წელს, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულს ისევე გაეზრდება ხელფასი, როგორც ეს ხდება კერძო სექტორში. რაც საბოლოო ჯამში მოაწესრიგებს საჯარო სექტორში ხელფასების საკითხს"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საჯარო სექტორში 2017 წლიდან პრაქტიკულად გამონაკლისების გარდა ხელფასების ზრდა იყო გაყინული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში