მოზარდის მკვლელობის საქმე - დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

06 დეკემბერი 2021, 11:03 924 ნახვა

დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება თბილისში, სანზონაში არასრულწლოვნის  მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. მისთვის  ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

ცნობისთვის, თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ერთი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მეორე კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

გამოძიება სისხლის სამართლის ორი კოდექსით მიმდინარეობს: წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში