ბელარუსში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

06 დეკემბერი 2021, 13:27 809 ნახვა

მინსკში ტერაქტების განხორციელების მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.   დანაშაულებრივ ჯგუფში 5 ადამიანი შედიოდა, მათ შორის არაერთხელ ნასამართლევებიც არიან.  ისინი მიზნად ისახავდნენ  ადმინისტრაციული შენობების, მილიციის მუშაკების სამსახურეობრივ და პირად ავტომობილებზე ცეცხლის წაკიდებას, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან 16 აგვისტოს მინსკის ფრუნზეს რაიონში პოლიციის  ერთ-ერთი განყოფილების შენობის დაწვის მცდელობაში. 

დანაშაულებრივი ჯგუფი ერთ-ერთი დესტრუქციული ტელეგრამ-არხის აქტიური მონაწილეები იყვნენ, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ თავიანთ აქციებს იღებდნენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ. 

დაკავებულების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  ტერორიზმის აქტის განხორციელების მიზნით თავდასხმების  მუხლით, რაც ბელარუსის კანონმდებლობით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში