მოზარდის მკვლელობის საქმე

06 დეკემბერი 2021, 14:59 1045 ნახვა

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის  განზრახ მკვლელობა. მისთვის  ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ. 

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ერთი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მეორე კი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო. 

გამოძიება ორი - წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში