რუსეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

06 დეკემბერი 2021, 18:17 1129 ნახვა

კორონავირუსზე დადებითი ტესტით ორ პაციენტს, რომლებიც რუსეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩაფრინდნენ,  ომიკრონის შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსეთის  სამომხმარებლო ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულ რუსეთის კიდევ 10 მოქალაქეს კორონავისრუსი დაუდასტურდა, შტამს ადგენენ.  ყველა მოქალაქე, რომლებიც რუსეთში სამხრეთ აფრიკიდან ან მისი მეზობელი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, საზღვარზე იტესტება და კარანტინში გადაჰყავთ.  გუშინ სამხრეთ აფრიკიდან რუსეთში დაბრუნებულ 9 ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ისინი 14 დღიან კარანტინში გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში