ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს

06 დეკემბერი 2021, 18:19 947 ნახვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, აშშ-ის მიერ ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის შემთხვევაში, საპასუხო ქმედებები განახორციელოს. "ბოიკოტისკენ მოწოდებები უნდა შეწყდეს, რათა თავიდან ავიცილოთ გავლენა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვან სფეროებში. ნათქვამია განცხადებაში.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს ამ კვირაში გამოაცხადებს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში