მესტიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

06 დეკემბერი 2021, 23:32 1403 ნახვა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა.

კლდის მასის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, მთელი დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მაშველები და სპეცტექნიკა მუშაობდა.

სპეციალური ტექნიკა ჩახერგილი გზის ორივე მხარეს ამ დრომდე მუშაობს. საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდე გამთენიისას ჩამოინგრა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში