აშშ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს უცხადებს

07 დეკემბერი 2021, 09:49 653 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას „პოლიტიკურ მანიპულაციად“ აფასებს.

საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ. ოლიმპიადას არ დაესწრება აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია, თუმცა ამერიკელი სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. თეთრი სახლის წარმომადგენელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის გადაწყვეტილებას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებით ხსნის.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და იუღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში