მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც განვიხილოთ, მკაფიო წინაპირობით, ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი შეცვალოს - ირაკლი კობახიძე

07 დეკემბერი 2021, 14:38 905 ნახვა

მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც განვიხილოთ, ძალიან მკაფიო წინაპირობით, ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი შეცვალოს პოზიტიურით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნეგატიურ დღის წესრიგში იგულისხმება მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და დისკუსიის გაგრძელების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და საბოლოოდ შეწყდეს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებაზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში, როდესაც რადიკალური დღის წესრიგი არ იცვლება პოლიტიკური პარტიების მხრიდან; თუმცა, ისინი თუ მოახერხებენ დღის წესრიგის შეცვლას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, განახლდება დისკუსია. პირველი მოსმენით არის ეს კანონპროექტი მიღებული. მზად ვართ, რომ მეორე მოსმენითაც განვიხილოთ ეს კანონპროექტი, ოღონდ ამას აქვს ძალიან მკაფიო წინაპირობა, წინაპირობა არის ის რომ თავიანთი ნეგატიური დღის წესრიგი მათ უნდა ჩაანაცვლონ პოზიტიური და კონსტრუქციული დღის წესრიგით.

მათ შორის, ნეგატიურ დღის წესრიგში იგულისხმება მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან დგას, მიუხედავად იმისა, რომ 43%-იანი ბარიერი, 4%-იანი ფორით გადავლახეთ. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა არის ნეგატიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და საბოლოოდ შეწყდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში