ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

07 დეკემბერი 2021, 13:52 1031 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს აუკრძალა იმ მიგრანტების გაძევება, რომლებიც უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სასამართლო ხელისუფლებას მიმართეს.

20 აგვისტოდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სასამართლომ 198 მიგრანტისგან 47 განცხადება მიიღო.

44 განცხადებაში მაძიებლებმა მიუთითეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ.

მიგრანტების მხრიდან საჩივრები სასამართლოში შეტანილია ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგაც, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ დროებითი ზომები ჯერ არ არის ამოქმედებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში