კორონავირუსის აქტიურ შემთხვევებთან ერთად აქტიურია გრიპის ვირუსიც და ამ ფონზე სპეციალისტები "ომიკრონის" შტამის გავრცელების მოლოდინშიც არიან. სპეციალისტები კვლავ ვაქცინაციასა და რეკომენდაციების დაცვას ასახელებენ პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად.
თანაც ამბობენ, რომ პანდემიის ხანგრძლივობამ სერიოზულად მოადუნა ადამიანები, დაიღალნენ და შესაბამისად, რეგულაციების დაცვა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე მანამდე. მედიკოსებს აშინებთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა, რომ არ განმეორდეს შარშანდელი თავისუფალი ადგილების ნაკლებობა.