საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

08 დეკემბერი 2021, 10:51 1043 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.

სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში