აფხაზეთიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

08 დეკემბერი 2021, 11:09 814 ნახვა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემის დღე ემთხვევა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხატის დღეს, რომელიც დღეს აღინიშნება.  გამოსამშვიდობებელი ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში ხვალ გაიმართება.

წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში