კოვიდშეზღუდვები ლატვიის პარლამენტში

08 დეკემბერი 2021, 14:01 1242 ნახვა

ლატვიაში ქვეყნის პარლამენტის სამ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო აუკრძალეს.  

კოვიდ-შეზღუდვების თანახმად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღება პარლამენტის მხოლოდ ვაქცინირებულ ან კოვიდგადატანილ  წევრებს შეუძლიათ.  

გამონაკლისი მხოლოდ იმ დეპუტატებისთვის დაიშვება, რომლებიც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ აცრას, თუმცა ვალდებულნი არიან, რეგულარულად ჩაიტარონ პისიარ ტესტირება. 

ამას გარდა,   იმ  პარლამენტარებს, რომლებიც ვაქცინაციას მიზანმიმართულად არ იტარებენ, ხელფასები  გაეყინებათ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში