ბაიდენ-პუტინის მოლაპარაკებები 2 საათს გაგრძელდა

08 დეკემბერი 2021, 14:02 966 ნახვა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ონლაინ კონფერენცია დახურული ვიდეოკავშირის არხის მეშვეობით ორ საათს გაგრძელდა.

თეთრი სახლის განცხადებით,   ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის  სამხედრო ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში