ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია

08 დეკემბერი 2021, 14:32 833 ნახვა

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ - გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

გენერალურმა პროკურორმა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტის  არსებობის პერიოდი შეაჯამა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა წინაშეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დგას. მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება, დადებით შედეგს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით - გაიზრდება დაინტერესება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში