დაკავება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე

09 დეკემბერი 2021, 10:52 886 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი ადამიანი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადეს და გაასაღეს 60 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურა და ელ. სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც მიიღეს 25 000 ლარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში