პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს კადანა და დიდი ბრიტანეთიც შეუერთდნენ

09 დეკემბერი 2021, 13:32 1041 ნახვა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დასავლეთის ქვეყნების შეშფოთების შესახებ ჩინეთი ინფორმირებული უნდა იყოს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებს პეკინში მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება. გადაწყვეტილებას ლონდონში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ოლიმპიადაზე მიწვეულები არც ყოფილან.

მანამდე დიპლომატიური ბოიკოტი ოლიმპიურ თამაშებს აშშ-მა და ავსტრალიამ გამოუცხადეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში