მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე

09 დეკემბერი 2021, 18:30 1315 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მოსმენების შემდეგ მიიღო.

პროკურორი სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხული მოწმეებით დაადასტურებენ, რომ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი კი ამბობდა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკური აქტი იყო და არ უნდა განხილულიყო როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ირაკლი ყურაშვილი განაგრძობს საუბარს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში