რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადება

09 დეკემბერი 2021, 18:10 794 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია  სიცრუეა– ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას განაცხადა. 

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.  შედეგად, უკვე დაძაბული ვითარება ამ ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ უფრო უარესდება. დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიმართული უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება,“- აღნიშნა გერასიმოვმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში