ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზით 6 000-მდე ადამიანია აცრილი - ამირან გამყრელიძე

09 დეკემბერი 2021, 19:34 878 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის 6 000-მდე ბუსტერ დოზაა გაკეთებული.

მისივე თქმით, ბუსტერ დოზა სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი 

"სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე ბუსტერია გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა „ფაიზერის“ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონის“ შტამთან „ფაიზერის“ ვაქცინის დამცველუნარიანობაზე, „ფაიზერით“ აცრის, განსაკუთრებით ბუსტერის გაკეთების შემდგომ, თუ რამდენად აქვს გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით. დაადასტურა – დიახ, უნდა გაკეთდეს ბუსტერი. საქართველოში ძირითადად ვიყენებთ „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ ბუსტერს, „ფაიზერი“ უფრო მეტია გაკეთებული. მოვუწოდებ ყველას, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში