ბათუმი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

10 დეკემბერი 2021, 10:01 1018 ნახვა

ბათუმი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს 22-27 დეკემბერს, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობებში. შეჯიბრება როგორც თავისუფალ, ასევე კლასიკური სტილით ჭიდაობაში  ათივე წონით კატეგორიაში გაიმართება.

ქართველი ფალავნებისთვის ეს იქნება წლის დასკვნითი ტურნირი, სადაც 2022 წლისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები შეირჩევიან. თუ ვინ ჩამოვა ბათუმის ხალიჩაზე საჭიდაოდ და იქნებიან თუ არა მათ შორის წონების ლიდერები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში