ხორვატია შენგენის ზონას სავარაუდოდ 2022 წლიდან შეუერთდება

10 დეკემბერი 2021, 13:56 756 ნახვა

ხორვატია შენგენის ზონაში გაწევრიანდა. გადაწყვეტილება  ევროკავშირის საბჭომ  მას შემდეგ მიიღო, რაც ზაგრებმა ბრიუსელი ბლოკის გარე საზღვრების თავისი ნაწილის ეფექტურად მართვის შესაძლებლობაში დაარწმუნა.

"საბჭომ დაასკვნა, რომ ხორვატიამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ხორვატიის გაწევრიანება, რომელიც ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა და ევროზონაში გაწევრიანება სურდა, მიგრაციის გამო დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდებოდა. 

ხორვატია შენგენის ზონას სავარაუდოდ  2022 წლისთვის შეუერთდება. შენგენის ზონას ჰყავს   26 წევრი, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები შვეიცარია და ნორვეგია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში