აშშ-ში „ბუსტერ“ დოზის 16-17 წლის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცეს

10 დეკემბერი 2021, 11:08 791 ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 16-17 წლის მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული ასაკის პირები ვაქცინის მესამე დოზით მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ უნდა აცრან.

16-17 წლის მოზარდებში „ბუსტერ“ დოზის გამოყენებას მხარი აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმაც დაუჭირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში