ბათუმის საახალწლოდ მოსართავად ტენდერი დღეს სრულდება

10 დეკემბერი 2021, 14:37 1157 ნახვა

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის გამოცხადებული ტენდერი სამ საათში სრულდება. წელს საახალწლო გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 699 ათას 910 ლარია გამოყოფილი.  

ზღვისპირა ქალაქი საახალწლოდ  ნაწილობრივ ახალი დეკორაციებით მოეწყობა და იქნება ახალი განათებებიც.

მერიაში გვითხრეს, რომ  შარშანდელთან შედარებით წელს დამატებით   კიდევ რამდენიმე ქუჩა განათდება.

იცვლება ნაძვის ხის ლოკაცია და იგი წელს ბულვარის ნაცვლად  ევროპის მოედანზე დაიდგმება.

ღონისძიებებში, რომლებიც ევროპის მოედანზე გაიმართება,  ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება.  გალა კონცერტი კი 31 დეკემბერსაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში