ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსულ დაკვეთად მიმაჩნია - მიხეილ სააკაშვილი

10 დეკემბერი 2021, 17:57 1035 ნახვა

გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძეს რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარებია და ამის გამო რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ სამიზნედ მიიჩნევა. 

გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა.

სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალი და მაღალი თანამდებობის პირი. რაც მთავარია, მას აქვს არაერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია საქართველოშიც და უკრაინაშიც, რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ.

მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს“,-წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში