ბიზნესმენი ამბობს, რომ მერიის მაღალჩინოსანი იარაღით ემუქრებოდა

10 დეკემბერი 2021, 18:27 5027 ნახვა

ამ წუთებში, ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ფარტენაძეს მშენებარე ობიექტზე მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ცივი იარაღით თავს დაესხა.  

ფარტენაძის განმარტებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიის მაღალჩინოსანმა მას კომერციული ფართების მიზერულ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, უარის პასუხად კი იგი დააჯარიმეს. შემდეგში ბიზნესმენმა სასამართლოს მიმართა, სასამართლომ კი დარიცხული ჯარიმები ანულირებულად ცნო. 

მაღალჩინოსანი იარაღის მუქარით იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ  გააპროტესტა ფარტენაძემ მასზე დარიცხული ჯარიმები.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად საჯარო მოხელეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მუნიციპალური ინსპექციაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებული გამოძიების დასრულებას დაელოდებიან და მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად იმოქმედებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში