გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე UNDP-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.