ჩემსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

10 დეკემბერი 2021, 20:56 1132 ნახვა

არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ, არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან როგორც დაპირისპირება, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მისი და ირაკლი ღარიბაშვილის თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გაგრძელდება.

"მე არ ვადასტურებ ინფორმაციას პრემიერთან დაპირისპირების შესახებ. არ შეიძლება, რომ პროფესიული საქმიანობის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირება გადათარგმნილი იყოს, როგორც სკანდალი ან დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, პასუხი არის მხოლოდ ერთი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ჩვენ ერთად ისევ ვიქნებით პოლიტსაბჭოში, ასევე გვექნება თანამშრომლობა და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალშიც“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ასევე განაცხადა, რომ გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

"მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში