საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პრეზიდენტს ირჩევს

11 დეკემბერი 2021, 12:05 1270 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე საერთო საარჩევნო კრების დელეგატებს შეხვდა. მან  ქართული კალათბურთის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ქართულ კალათბურთში 100 მილიონიან ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გურასპაულმა ვიქტორ სანიკიძეს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ერთი საერთო კანდიდატი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში