რუსული “ენისეი” დამარცხებულია - “შავი ლომი” ცხრილის სათავეშია

11 დეკემბერი 2021, 19:24 1361 ნახვა

ქართულმა ფრენჩაიზმა ევროპის სუპერთასზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და რუსული "ენისეი" 27:20 დაამარცხა.

"შავმა ლომმა" მეტოქეს ორი ლელო დაუდო. ჯერ მე-15 წუთზე ალექსანდრე თოდუამ, ხოლო  შემდეგ შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა თავი.

ამ დროისთვის 15 ქულით ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი "შავი ლომი" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 

მეორე ადგილზე 13 ქულით ''თელავივ ჰითი'' იმყოფება, მესამეზე 12 ქულით ''ენისეია'' , ხოლო ბოლო პოზიციაზე პენზას ''ლოკომოტივი'' 5 ქულით იმყოფება.

მორიგი მატჩი ქართულ ფრენჩაიზს 18 დეკემბერს ''თელავივ ჰითის'' წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში