ქობულეთში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 დეკემბერი 2021, 10:19 2622 ნახვა

ქობულეთში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცნობით ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქობულეთში, სოფელ გვარაში გუშინ ცივი იარაღით სამი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ქობულეთის ევექსის კლინიკაში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინ შემოყვანილი ერთი პირი უკვე გაწერეს, 2 კი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს. მათივე განმარტებით, სამივეს ზედაპირული ჭრილობები აქვს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში