გერმანია რუსეთს აფრთხილებს

13 დეკემბერი 2021, 14:42 939 ნახვა

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ  ახალი აგრესიის შემთხვევაში  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების დაბლოკვით იმუქრება.ამის შესახებ მან „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ  გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.  გერმანიის ახალი მთავარი დიპლომატის  თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნები არ ასრულდება და ამავდროულად უსაფრთხოების საკითხები ღია რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში