საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა - თამარ გაბუნია

13 დეკემბერი 2021, 17:19 1555 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისომიკრონ“ შტამზე აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით,  რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა.

გაბუნია ამბობს, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი შტამს სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, რის გამოც საქართველოში გავრცელების რისკები არსებობს.

ომიკრონშტამთან დაკავშირებით ოფიციალურად პირველი შეტყობინება გაკეთდა 24-25 ნოემბერს. დღეისთვის 63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და სეკვენირების გზით დავადგინოთ, თუ  გვაქვს საქმე „ომიკრონისშტამთან. ჯერჯერობით „ომიკრონის“ შემთხვევა დადასტურებული არ არის. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა.

მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე, პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით დაცვის ეფექტი მაინც ძალაში რჩება. „ომიკრონთან“ მიმართებით განსაკუთრებით, მესამე, ბუსტერ დოზაზე კეთდება აქცენტი. საბედნიეროდ, ჯერჯერობით „ომიკრონთან“ დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები არ არის და ზუსტი მონაცემი, რამდენად მძიმე დაავადებას გამოიწვევს ის, არ არსებობს"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში