ბალტიის ზღვაში სამაშველო ოპერაცია შეწყდა

13 დეკემბერი 2021, 17:56 5387 ნახვა

ბალტიის ზღვაში ორი გემის ერთმანეთთან შეჯახების რაიონში სამაშველო ოპერაცია შეწყდა.  ცივ წყალში ამ ხნის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის შანსი არ არის-აცხადებენ მაშველები. ამის შესახებ პორტალი „ნორდიკ ნიუსი“ წერს. ორი ადამიანი ისევ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბრიტანული და დანიური სატვირთო გემები ერთმანეთს ბალტიის ზღვაში შვედეთის სანაპიროსთან შეეჯახნენ. ინციდენტის შედეგად ერთი გემი გადატრიალდა და  ორი ადამიანი წყალში აღმოჩნდა. დანიური გემიდან ზღვაში ნავთობი იღვრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში