ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია

13 დეკემბერი 2021, 18:36 970 ნახვა

უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგები კი ასეთია:

  • ზალცბურგი - ბაიერნი;
  • სპორტინგი - მანჩესტერ სიტი;
  • ბენფიკა - აიაქსი;
  • ჩელსი - ლილი;
  • ატლეტიკო - მანჩესტერ იუნაიტედი;
  • ვილიარეალი - იუვენტუსი;
  • ინტერი - ლივერპული;
  • პარი სენ-ჟერმენი - რეალი.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი პირველი მატჩები მომავალ წელს 15/16 და 22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 8/9 და 15/16 მარტს.

ცოტა ხნის წინ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, თუმცა ორი პროცედურული შეცდომის გამო წილისყრა თავიდან, 18:00 საათზე გაიმართა.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში