სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის დირექტორად დაინიშნა 

14 დეკემბერი 2021, 15:20 1232 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, სულიკო თებიძე აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორად  დაინიშნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად დღეს ფონდში დასაქმებულ პირებს შეხვდა, სადაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სულიკო თებიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. უფლებამოსილება კი ახალი მოწვევის საკრებულოს დამტკიცების შემდეგ შეუწყდა. 

აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ქავთარაძე იყო, რომელიც მუშაობას მოადგილის პოზიციაზე განაგრძობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში