დაუსრულებელი სკვერი ჭარნალში

14 დეკემბერი 2021, 15:20 1559 ნახვა

სოფელ ჭარნალის მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებული სკვერის მშენებლობა არჩევნების დასრულების შემდეგ შეჩერდა. გადათხრილი ტერიტორია კი მათ პრობლემებს უქმნით. ხელვაჩაურში ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ სკვერის მოწყობისთვის 140 ათასი ლარია გამოყოფილი, მერია კი სამუშაოებს ვერ ასრულებს, რაზეც პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის მერს აკისრებს. უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ პროექტი პრემიერის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებზე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროა პასუხისმგებელი. პროექტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში