ქვეყანაში ომიკრონის გავრცელების საფრთხე რეალურია

14 დეკემბერი 2021, 20:16 855 ნახვა

საქართველოში სპეციალისტები უკვე პანდემიის მე-6 ტალღას აანონსებენ. ომიკრონის" ცირკულირება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ლაბორატორიები საეჭვო შემთხვევებს ამ დრომდე იკვლევენ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ვირუსს საზღვრები ვერ იჭერს და ვარაუდობს, რომ ახალი "ომიკრონ" შტამი შესაძლოა საქართველოშიც მალე დაფიქსირდეს. ახალი შტამი მძიმე დარტყმა და მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის. როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, საქართველო მუდმივად იქნება საფრთხის ქვეშ, ლეტალობის მაჩვენებლის კუთხით,  თუ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% არ იქნება აცრილი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში