არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

15 დეკემბერი 2021, 11:57 960 ნახვა

წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი სოფელ კრწანისში იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ პირადი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 აპრილს დააკავეს. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გადაწტვეტილებით ის საპატიმროში 5 წელს გაატარებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში