დაკავება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე

15 დეკემბერი 2021, 11:58 1036 ნახვა

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც  საქართველოში რეგისტრირებული იყო, როგოც 9 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 2 წლის განმავლობაში  კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მისსავე მართვის ქვეშ მყოფ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა 330 ათას 615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი, რომლის ნაწილს თაღლითურად დაეუფლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში