ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფს ქმნის

15 დეკემბერი 2021, 12:28 767 ნახვა

ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მანამდე შარლ მიშელი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ცალკ-ცალკე შეხვდა. ფაშინიანმა და მიშელმა შეხვედრაზე დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობას და პრობლემების ყოველმხრივ დარეგულირებას. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ალიევმა და მიშელმა განიხილეს სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი და ჰუმანიტარული სფეროები. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომლის გაწევაც ევროსაბჭოს შეუძლია ერევანსა და ბაქოს შორის ურთირეთობის ნორმალიზაციისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში