გერმანიამ ხანგოშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, ორი რუსი დიპლომატი გააძევა

15 დეკემბერი 2021, 21:51 872 ნახვა

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ინფორმაციას "Deutsche Welle"  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკომ სამინისტროში დაიბარა რუსეთის ელჩი და რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის გაძევების შესახებ განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, "სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა" გერმანიის კანონსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

"ეს მკვლელობა სახელმწიფოს დაკვეთით წარმოადგენს გერმანიის სამართლისა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას“ , - განაცხადა ანალენა ბერბოკმა

ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წელს მოკლეს. მალევე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

მკვლელობაში ბრალდებულს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს დღეს, 15 დეკემბერს, გერმანიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში