ავსტრალიაში ტრაგედია დატრიალდა

16 დეკემბერი 2021, 17:58 1380 ნახვა

5 არასრულწლოვანი ბავშვი დაიღუპა ავსტრალიაში კოშკის ფორმის გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად. ინციდენტი ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე. პოლიციის ინფორმაციით, გასაბერი ბატუტი, რომელზედაც დაწყებითი სკოლის რამდენიმე მოსწავლე თამაშობდა, ძლიერმა ქარმა ჰაერში  10 მეტრის სიმაღლეზე აიტაცა. კონსტრუქციიდან ცხრა ბავშვი გადმოვარდა. დაშავებულია 4. მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შემთხვევას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გამოეხმაურა და ინციდენტს „წარმოუდგენლად სულისშემძვრელი“ უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში