მინიფეხბურთის ტურნირი ექიმთა შორის

16 დეკემბერი 2021, 20:36 1473 ნახვა

ბათუმში დასრულდა მიხეილ ნაკაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში აჭარაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს შორის. შეჯიბრება აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ასპარეზობა ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში მედცენტრის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდი გავიდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოთამაშეები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში