აჭარაში კოვიდი 229 ადამიანს დაუდასტურდა 

17 დეკემბერი 2021, 10:58 869 ნახვა

17 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 497. მძიმე პაციენტია 118, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 პირი.

1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში