რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ, მაგრამ ''ომიკრონი'' არ დადასტურდა - გაბუნია 

17 დეკემბერი 2021, 11:49 697 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის.

თამარ გაბუნიას თქმით, საეჭვო შემთხვევები გამოიკვლიეს, თუმცა ახალი შტამი არ აღმოჩნდა.

''გიდასტურებთ, რომ არსებობდა საეჭვო შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად ახალი შტამი არ არის დადასტურებული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში