სილამაზის კონკურსის ფინალი კოვიდ-19-ის გამო გადაიდო

17 დეკემბერი 2021, 14:50 801 ნახვა

სილამაზის კონკურსის, "მის მსოფლიო 2021-ის" ფინალი ბოლო მომენტში გადაიდო. მიზეზი რამდენიმე მონაწილის კოვიდ-19-ით დაინფიცირება გახდა. 70-ე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ფინალი  დღეს  პუერტო-რიკოს ქალაქ სან-ხუანში უნდა გამართულიყო. სილამაზის კონკურსში მსოფლიოს 97 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.  ღონისძიების ორგანიზატორებმა კონკურსის ფინალური ნაწილის გადადება  მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მონაწილეები გატესტეს. "დღეს დილით ინფიცირების დამატებითი შემთხვევები დადასტურდა. ღონისძიება 2022 წლის თებერვალში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში